ღონისძიოების ფარგლებში, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიულ სტუდენტთა გამოფენა, მუსიკალური წარმოდგენა და WorldSkill-ის კონკურსანტების დაჯილდოება გაიმართა.
საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, კვირეულის განმავლობაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, GIZ-ის წარმომადგენლები და WorldSkills Georgia-ს გამარჯვებული პროფესიული სტუდენტები პროფესიული განათლების ბრენდირებული ავტობუსით, სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებს სტუმრობდნენ, ადგილობრივი თვითმმართველოსბის წარმომადგენლებთან ერთად, მოსახლეობას ხვდებოდნენ, ურიგებდნენ საინფორმაციო ბუკლეტებს პროფესიულ პროგრამებზე და მათ შეკითხვებს პასუხობდნენ. აღნიშნული კვირეულის ფარგლებში პროფესიულ სასწავლებლებში ღია კარის დღეეები იმართებოდა.
ღია კარის დღეებში კოლეჯის ბაზაზე სპეციალური საგამოფენო სივრცე იყო მოწყობილი, სადაც დაწესებულებას წარმოდგენილი ჰქონდა საკუთარი სტენდი, ბუკლეტები, საგანმანათლებლო პროგრამების კატალოგი, სტუდენტების ნამუშევრები.
აღსანიშნავია, რომ კვირეული დაემთხვა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციის პერიოდს და დადებითი გავლენა მოახდინა დაინტერესებული პირების ინფორმირებულობის კუთხით. ღია კარის დღეებს ესწრებოდნენ აპლიკანტები, სტუდენტები და მათი მშობლები, კოლეჯის პარტნიორი ორგანიზაციები, თვითმართველობის წარმომადგენლები და სხვა ნებისმიერი დაინტერესებული პირი.