22.09.2015
კომპანია მაგთიკომის ინიციატივით შეიქმნა და გამოიცა ისტორიული
შინაარსის წიგნები: „საქართველო და ქართველები“ და „ყოველი საქართველო“. მაგთიკომი ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლას საჩუქრად გადასცემს აღნიშნულ
წიგნებს. დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში წიგნის
წარდგენის ღონისძიება გაიმართა, რომელსაც მინისტრი თამარ სანიკიძე, კომპანია
მაგთიკომის წარმომადგენლები, წიგნის ავტორები და სკოლის დირტექტორები დაესწრნენ.
წიგნი „საქართველო და ქართველები“ პოპულარულ ენაზე მოგვითხრობს საქართველოს ისტორიას უძველესი დროიდან XX საუკუნის 90-იან წლებამდე და განკუთვნილია ისტორიით დაინტერესებული ნებისმიერი ასაკის მკითხველისათვის. „ყოველი საქართველო“ კი, ეპოქების მიხედვით, საქართველოს ისტორიული საზღვრების ცვლილებებს ეხება.
მაგთიკომის მხარდაჭერით გამოცემული წიგნები გაამდიდრებს სკოლის ბიბლიოთეკებს, ხელს შეუწყობს საქართველოს ისტორიის პოპულარიზაციასა და განათლების დონის ამაღლებას მოსწავლეებში.