მემორანდუმი მიზნად ისახავს საჯარო სკოლების მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების, საარჩევნო კულტურის განვითარებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურ მოქალაქეებად მათი ჩართულობის ხელშეწყობას.
მემორანდუმზე ხელმომწერი მხარეები თანხმდებიან, თანამშრომლობის ფარგლებში შეიმუშაონ საინფორმაციო-სასწავლო კურსი „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“, რომელიც ეტაპობრივად განხორციელდება საჯარო სკოლების XI-XII კლასის მოსწავლეებისათვის.
ღონისძიებას ასევე დაესწრნენ სახელმწიფო დაწესებულებების, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.