კონფერენციაზე, რომელსაც NASRO-ს აღმასრულებელი დირექტორი ჯეიმს მორის კენედი, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი ვახტანგ მეიფარიანი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ იმჯელეს როგორც უსაფრთხო სკოლის კონცეფციაზე, ასევე, სამართლებრივ განათლებასა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში ძალადობის პრევენციაზე.
მნიშვნელოვანია, რომ ვიზიტის ფარგლებში, საქართველოში მყოფი აშშ-ს სკოლის მანდატურთა ეროვნული ასოციაციის (NASRO) წარმომადგენელთა მხრიდან მანდატურებისათვის და მანდატურის სამსახურის თანამშრომლებისათვის სპეციალური ტრენინგები ჩატარდება, რაც მანდატურებს დაეხმარებათ, კიდევ უფრო ეფექტური გახადონ მუშაობა ძალადობისა და დანაშაულის აღკვეთაში, შესაბამისად, სკოლებში უსაფრთხო გარემოს განმტკიცებაში. ქართველ და ამერიკელ მანდატურებს შორის სკოლებში, მოხდება ასევე გამოცდილების გაზიარება ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის, პრევენციული ღონისძიებების გატარების, მოძალადის გამოვლენისა და შესაბამისი ორგანოების დროულად ინფორმირებულობის საკითხებზე.
აშშ-ს ამერიკის სკოლის ოფიცერთა ეროვნული ასოციაცია-ნასროსთან (NASRO) მანდატურის სამსახური აქტიურად თანამშრომლობს. ასოციაცია წარმოადგენს სერთიფიცირებული სამართალდამცავი ოფიცრების, სკოლის უსაფრთხოებისა და საგანმანათლებლო პერსონალის, მათ შორის, მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრატორების უმსხვილეს სასწავლო ორგანიზაციას მსოფლიოში, რომელიც სამართლებრივ განათლებასთან დაკავშირებული ინოვაციური მიდგომების დანერგვას და სკოლის უსაფრთხოების ოფიცერთა პროგრამების პოპულარიზაციას როგორც აშშ-ში, ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ახორციელებს.