პროფესიული ტესტი შედგება პროფესიული უნარების ტესტისა და საგნის/საგანთა ჯგუფის ტესტისგან. ტესტის თითოეულ ნაწილში, მიუხედავად დავალებების რაოდენობისა (მაგ.: პროფესიული უნარების ტესტში საკანცელარიო უნარები დავალებების რაოდენობა არის 40, ხოლო მაქსიმალური ქულა, რომლითაც ფასდება პროფესიული უნარების ტესტის ნაწილი არის 50; საგნის ტესტში - მაგ: მათემატიკაში დავალებების რაოდენობა არის 35, ხოლო მაქსიმალური ქულა, რომლითაც ფასდება ტესტის ეს ნაწილი არის 50 და ა. შ) განსაზღვრულია მაქსიმალური ქულა - 50. პროფესიული ტესტის ორივე ნაწილის მაქსიმალური ქულა არის 100.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2015 წლის საშემოდგომო მიღების ფარგლებში დარეგისტრირებულია 12 ათასამდე პირი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო წარმატებას უსურვებს აპლიკანტებს და იმედოვნებს, რომ ყველა მათგანი შეძლებს სრული სახელმწიფო დაფინანსებით დაეუფლოს მისთვის სასურველ პროფესიას.