პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობისა და სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელების მიზნით, სასტუმრო თბილისი „მერიოტში“, „ესტონეთის წარმატებული გამოცდილების გაზიარება საქართველოს პროფესიული განათლების განვითარების მხარდასაჭერად პროექტის“ ფარგლებში, ქართულ-ესტონური სამომავლო პერპექტივები განიხილეს.
კონფერენციის დასრულების შემდეგ, ქართველმა და ესტონელმა პროფესიული განათლების წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიზნით, სანახაობრივი მსვლელობა მოაწყეს. ფესტივალის მონაწილეები საქართველოს სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმს ესტუმრნენ, სადაც საქართველოში ხელოსნობის განვითარების კუთხით არსებული ექსპონატები დაათვალიერეს და უძველეს ქართულ ხელნაკეთ კულტურულ ფასეულობებს გაეცნენ.
კონფერენცია, რომელიც მსვლელობით დასრულდა, ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ათწლიანი წარმატებული პარტნიორობის ფორმატში პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები, პროფესიულ განათლებაში არსებული გამოწვევები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.