საქართველო მასპინძლობს რეგიონულ ფორუმს სამუშაო ადგილების შექმნისა და დასაქმების ეროვნული ბაზრების განვითარების საკითხებზე. კონფერენცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. ფორუმში 130-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობს. მონაწილეთა შორის არიან ექვსი მონაწილე ქვეყნის - აზერბაიჯანის, ბელორუსის, მოლდოვის, უკრაინის, საქართველოსა და სომხეთის მთავრობების, სამოქალქო საზოგადოებისა და ბიზნესის წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო ექსპერტები დასაქმების საკითხებში. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები.
დასაქმების პირველი რეგიონული ფორუმი 2015 წლის 29 ოქტომბერს დაიხურება.