კონფერენციის მიზანს წარმოადგენს ტურიზმის მიმართულებით პროფესიული განათლების მართვის სფეროში აქტუალური საკითხების, კვლევებისა და მართვის წარმატებული მაგალითების გაზიარება და პოპულარიზაცია, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა.
კონფერენციაზე პრეზენტაციები წარმოადგინეს „იკაროსის“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორებმა, მასწავლებლებმა და სტუდენტებმა, კოლეჯის კურსდამთავრებულებმა, რომლსაც საკუთარი კომპანიები აქვთ და დასაქმებულები არიან. მათ საკუთარი წარმატების ისტორიები მოწვეულ სტუმრებს გაუზიარეს. აუდიტორიის წინაშე მოხსენებით წარდგნენ და ტურიზმის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს უცხოელმა სტუმრებმა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა (GIZ, TEMPUS, ევროკავშირი).
იკაროსის სტუდენტმა, პროექტ Worldskills Georgia-ს გამარჯვებულმა (სარესტორნო სერვისი) ლეონარდო სტეფანოვმა წარმოადგინა პრეზენტაცია „ოცნების პროექტი“.
კონფერენციაზე მოწვეულნი არიან უცხოელი სტუმრები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სახელმწიფო და კერძო პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლები, სტუდენტები, განათლებისა და ტურიზმის ექსპერტები, სფეროში მომუშავე ტრენერები, სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
კონფერენცია 6 ნოემბერს დასრულდება.