13.03.2010
№1 ექსპერიმენტულ სკოლაში, „სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის“ მიერ განხორცილებული პროექტის „AD/HD-(ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომით) გამოწვეული პრობლემების შემცირება სკოლაში” პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციას დაესწრო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ბატონი კოკა სეფერთელაძე, პროქეტის ავტორები, მხარდამჭერები და პროექტში ჩართული პედაგოგები და მშობლები.
პროექტი „სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის“ მხარდაჭერითა და ფინანსური თანადგომით განხორციელდა. პროექტი თავისი შინაარსით იყო საპილოტო, მიზნად ისახავდა დაწყებით კლასებში AD/HD სინდრომის მიერ წარმოქმნილი პრობლემების აღმოფხვრას, პრევენციული ღონისძებების გატარებას.
პროექტის ფარგლებში გამოვლინდა AD/HD -ს სინდრომის მქონე 38 მოსწავლე (6-9 წლის).
ტრენინგები აღნიშნულ სინდრომთან მუშაობის შესახებ ჩაუტარდათ 53 მასწავლებელს. გარდა ამისა, ხდებოდა მიღებული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვა, სადაც ფსიქოლოგები 27 დამრიგებელთან ერთად აკვირდებოდნენ შედეგებს.
პროექტის ფარგლებში მომზადდა ანგარიში, რომელიც გარდა პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციისა, მოიცავს რეკომენდაციებს აღნიშნულ სინდრომთან მუშაობის გაგრძელებისა და ეფექტურობის გაზრდის მიმართულებით.
პროექტი თავისი მნიშვნელობით იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ მომავალშიც იგეგმება მსგავს პროქტებზე მუშაობა რამდენიმე მიმართულებით .