საქართველოსა და კავკასიაში პირველი მეცნიერებისა და ინოვაციების კვირეულის ფარგლებში, რამდენიმე, საერთაშორისო მასშტაბის ცენტრალური და 100-ზე მეტი პარალელური ღონისძიება იმართება, მათ შორისაა გამოფენა „სახალისო მეცნიერება სკოლის მოსწავლეთათვის“. გამოფენა დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ შვილებთან და მოსწავლეებთან ერთად დაათვალიერა. მინისტრმა თავადაც მიიღო მონაწილეობა სამეცნიერო ექსპერიმენტებში.
გამოფენაზე ქართული უნივერსიტეტების სტუდენტებმა მოსწავლეებს მეცნიერული თამაშები, ვიქტორინები, სამეცნიერო-პოპულარული ლექციები, უახლესი სამეცნიერო გამოცემები და პროექტები წარმოუდგინეს. მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავადაც ჩართულიყვნენ ექსპერიმენტებში და თავიანთი შესაძლებლობები მოესინჯათ.