საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული „მეცნიერებისა და ინოვაციების კვირეულის“ ფარგლებში, თბილისის მერიაში სტაჟირების პროგრამის „დაიწყე კარიერა“ პრეზენტაცია გაიმართა.
პროგრამის ფარგლებში, თბილისის მერია დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს სამთვიან პრაქტიკას სთავაზობს მერიის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციებში, სტუდენტის განათლების პროფილისა და პროფესიული მიმართულების გათვალისწინებით.
თბილისის მერიის ინიციატივა მიზნად ისახავს სტუდენტთა ზოგადი და დარგობრივი კომპეტენციების სრულყოფას და მათ მომზადებას დასაქმებისა და კარიერული ზრდისთვის. ამ ეტაპზე განსაზღვრულია 300-მდე სტუდენტის პროფესიული პრაქტიკა.
პროგრამა თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ წარმოადგინა. სტაჟირების პროგრამის პრეზენტაციას დაესწრნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, საჯარო სამსახურის ეროვნული ბიუროს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მერიის დაფუძნებული ორგანიზაციების წარმომადგენლები.