სასკოლო საზოგადოებასთან შეხვედრები მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. ამჯერად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები ყვარელის რაიონის პედაგოგებსა და დირექტორებს ილიას სახლ-მუზეუმში შეხვდნენ. შეხვედრა ჩვეულ რეჟიმში, დიალოგის ფორმით წარიმართა და ყველა იმ თემას შეეხნენ, რაც სკოლის წარმომადგენლებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია.
ღონისძიების ფარგლებში, კახეთის რეგიონის საჯარო სკოლების 300-მდე მეათეკლასელ მოსწავლეს საჩუქარად პერსონალური კომპიუტერები გადაეცათ.