სხდომაზე განიხილეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყნების მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელი” - IncoNet EaP პროექტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მოთხოვნის შესაბამისად მომზადებული საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიის და ინოვაციის სისტემის პოლიტიკის საექსპერტო ანალიზი/კვლევა - ‘Policy Mix Peer Review of the Georgian STI system’.
შეხვედრები უნივერსიტეტების რექტორებთან რეგულარულად იმართება და განიხილება უმაღლესი განათლების განვითარების მიმართულებით არსებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, ხდება მოსაზრებების შეჯერება და მიიღება ერთობლივი გადაწყვეტილებები.