სამთავრობო სტრუქტურებთან ურთიერთობების გასამყარებლად და სამეცნიერო საზოგადოების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება საერთაშორისო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის (სსტც) აღმასრულებელი დირექტორი დევიდ კლივი და ცენტრის დირექტორთა საბჭოს წარმომადგენლები. დელეგაციის წევრებს დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, მინისტრის მოადგილე თამაზ მარსაგიშვილი და სამინისტროს შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გნერალური დირექტორი მარინა ჩიტაშვილი შეხვდნენ.
შეხვედრის მიზანი იყო საერთაშორისო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის მიერ განხორციელებული რეფორმების წარმოდგენა. მათი მიღწრვების გაზიარება და მომავალი თანამშრომლობის საკითხების განხილვა. ცენტრი მზად არის დაეხმაროს საქართველოს მეცნიერებისა და კვლევების საკითხებში.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს ახალი იდეები და შესაძლებლობები თუ როგორ იმუშავებს სსტც საქართველოში. მომავალ წელს ცენტრის დირექტორთა საბჭო კვლავ ეწვევა ჩვენს ქვეყანას და გაგრძელდება თანამშრომლობა.