27.11.2015
2015 წლის 10-17 ნოემბერს, პირველად საქართველოსა და კავკასიაში, მეცნიერებისა და ინოვაციების კვირეული ჩატარდა. კვირეულის ფარგლებში, საერთაშორისო მასშტაბის ცენტრალური და აგრეთვე 100-ზე მეტი პარალელური ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებების განხორციელებაში ჩართულნი იყვნენ სხვადასხვა უმაღლესი სასწალო დაწესებულების სტუდენტები, რომელთაც დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე შეხვდა, სტუდენტებს ასევე გადაეცათ შესაბამისი მადლობის სიგელები „მეცნიერებისა და ინოვაციების პირველ საერთაშორისო კვირეულში აქტიური მონაწილეობისათვის“.
სტუდენტები მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ