პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის (საერთაშორისო ხელშეკრულება) ფარგლებში. პროექტი ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.
საგრანტო კონკურსის მიზანია პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პრაქტიკის გაუმჯობესება, როგორც ფორმალურ, ასევე არა-ფორმალურ განათლების სისტემაში. დააფინანსდება პროექტები, რომელიც ხელს შეუწყობს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საუკეთესო პრაქტიკის გამოვლენას, აღწერას, განვითარებას და გავრცელებას.
მცირე საგრანტო კონკურსის სრული ბიუჯეტია 250,000 აშშ დოლარი. გრანტის მოცულობა 5,000 აშშ დოლარიდან - 10,000 აშშ დოლარამდე შეიძლება იყოს. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებას, მათ შორის საჯარო და კერძო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, საჯარო და კერძო კომპანიებს, პროფესიულ ორგანიზაციებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს.
პროექტი „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ხორციელდება საერთაშორისო კონსორციუმის მიერ, რომლის წამყვან ორგანიზაციას წარმოადგენს გერმანული საკონსულტაციო კომპანია, PEM Consult.