დოკუმენტის განხილვისა და სრულყოფის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივითა და გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის მხარდაჭერით, სამდღიანი კონფერენცია გაიმართა, სადაც ეთნიკური უმცირესობების განათლების პოლიტიკის დოკუმენტის სამუშაო ვერსია განიხილეს. კონფერენციის მიზანი იყო ამ სფეროში სამინისტროს მიერ ბოლო წლებში ჩატარებული ანალიტიკური სამუშაოების, განხორციელებული კვლევების შედეგების ანალიზი, ასევე, ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრაციის სამოქმედო გეგმისა და დაკისრებული ვალდებულებების შესრულება.
კონფერენციაში მონაწილეობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ეკა სეფაშვილი, უმცირესობის საკითხთა ევროპული ცენტრის „კავკასია“ რეგიონალური დირექტორი ევა ჩილინსკი, ნაციონალური უმცირესობის საქმეთა უმაღლესი კომისარი მიხაელ არგერმანი, ასევე სამინისტროს და მისადმი დაქვემდებარებული უწყებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები (UNICEF, ევროპის საბჭო).
მოწვეულ საერთაშორისო ექპერტებთან ერთად განათლების სფეროს წარმომადგენლებმა, განხორციელებული და მიმდინარე პროგრამებისა და პროექტების ძლიერი და სუსტი მხარეები შეაფასეს, იმსჯელეს ჯერ კიდევ არსებულ გამოწვეებზე, მათი გადაწყვეტის გზებზე.
რეკომენდაციები ეხებოდა იმგვარი პოლიტიკის დაგეგმვასა და განხორციელებას, რომელიც თანაბრად მოიაზრებს როგორც შესაბამისი ინსტიტუციების, ისე სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ ჩართულობასა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერას.
სამუშაო შეხვედრისას საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მიერ ხაზგასმით აღინიშნა სახელმწიფოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებები - საქართველოს ხელი აქვს მოწერილი ევროპის საბჭოსა და გაეროს მთავარი კონვენციების უმეტესობაზე ადამიანისა და უმცირესობათა სფეროში. ასევე აღინიშნა სტრატეგიული ხედვის მნიშვნელობა, რაც გულისხმობს ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრაციას, მათთვის სამართლებრივ და სამოქალაქო დონეზე თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფას და ზოგადად, სხვადასხვა კულტურის ურთიერთმიმღებლობას,