საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამა უნგრეთის მთავრობის ადამიანური რესურსების სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის მოქმედი საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში უნგრეთის მხარე ქართულ მხარეს სთავაზობს სასწავლო სტიპენდიებს წელიწადში 50 ქართველი სტუდენტისთვის შემდეგი ჩარჩოს შესაბამისად:
10 სასწავლო სტიპენდია სრული და ნაწილობრივი (part-time studies) საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებისთვის სოფლის მეურნეობის სფეროში, 10 სტიპენდია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მდგრადი განვითარების სფეროში, 5 სტიპენდია საექთნო საქმეში, 10 სტიპენდია ინჟინერიასა და ტექნოლოგიაში, 10 სტიპენდია წყლის რესურსების მართვაში, ეკონომიკასა და ბიზნეს ადმინისტრირებაში. უნგრეთის მხარე ასევე სთავაზობს ქართულ მხარეს 5 სტიპენდიას სრული სადოქტორო პროგრამისათვის ინგლისურ ენაზე ნებისმიერ სფეროში.
ნაწილობრივი (part-time studies) საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შემთხვევაში სწავლების პერიოდია ერთი აკადემიური წელი და სწავლა მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე.
ქართველი სტუდენტებისთვის სტიპენდიის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოსთვის გამოყოფილი სფეროების მიხედვით: სოფლის მეურნეობა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და მდგრადი განვითარება, საექთნო საქმე, ინჟინერია და ტექნოლოგია, წყლის რესურსების მართვაში, ეკონომიკასა და ბიზნეს ადმინისტრირება; სადოქტორო პროგრამის შემთხვევაში არჩევანი თავისუფალია (იხ. ბმული).
სტუდენტებს მოეთხოვებათ სასურველი საგანმანათლებლო პროგრამისათვის აუცილებელი უცხო ენის გარკვეულ დონეზე ფლობა. (იხ. ბმული)
სტუდენტებისათვის სწავლის პროცესის უნგრულ ენაზე წარმართვის შემთხვევაში, ისინი გაივლიან უნგრული ენის ერთწლიან მოსამზადებელ კურსს. უნგრულ ენასთან ერთად სტუდენტები ასევე გაივლიან მათ მიერ არჩეულ სფეროსთან დაკავშირებულ საგნებს.
აქვე გაცნობებთ, რომ ონლაინ სააპლიკაციო სისტემა გაიხსნება 2016 წლის იანვარში და დაიხურება 2016 წლის 21 მარტს. იხ. ბმული -
http://www.tka.hu/international-programmes/2966/stipendium-hungaricum/
მოთხოვნილი საბუთების მიღება პარალელურ რეჟიმში იწარმოებს როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შემდეგ ელ-ფოსტაზე: abaramia@mes.gov.ge და rjobava@mes.gov.ge, აგრეთვე სასტიპენდიო პროგრამის სააპლიკაციო ბმულზე, რომელიც გაიხსნება 2016 წლის იანვარში და დაიხურება 2016 წლის 21 მარტს.
დეტალური ინფორმაცია უნგრეთის მთავრობის სტიპენდიების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მიბმულ ფაილში.