კონკურსის მიზანია ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა საგრანტო დაფინანსების გზით, მათი კვალიფიკაციის ამაღლება, ახალგაზრდა მეცნიერთათვის საერთაშორისო კონტაქტების დამყარება და გამოცდილების შეძენაში ხელშეწყობა.
უცხოეთში სტაჟირების გრანტები ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. კონკურსის ადმინისტრირებას სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ახორციელებს.
გრანტის ფარგლებში, ახალგაზრდა მეცნიერს აუნაზღაურდება: საერთაშორისო მგზავრობის, დაზღვევის, ვიზის, საცხოვრებელი ბინის, შიდა ტრანსპორტირებისა და კვების ხარჯები.
კონკურსში დაფინანსების მოსაპოვებლად საგრანტო განაცხადის წარდგენა ყველა იმ ახალგაზრდა მეცნიერს შეუძლია, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე და აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:
კონკურსი ყოველწლიურად ჩატარდება. 2009 წელს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა სამ ახალგაზრდა მეცნიერზე გასცა გრანტი, საერთო ბიუჯეტით 27 000 ლარი, რომლებმაც სამთვიანი სტაჟირება აშშ-ში, გერმანიასა და ესპანეთში გაიარეს.
წელს ბიუჯეტში, ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირების დასაფინანსებლად 150 000 ლარია გათვალისწინებული.
დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: www.gnsf.ge