საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, ჟენევაში ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის (CERN) მაღალი რანგის წარმომადგენლებს შეხვდა. ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრები CERN-ის სამეცნიერო კვლევების დირექტორთან სერჯიო ბერტოლუჩისთან, ადმინისტრაციის, საერთაშორისო ურთიერთობათა და განათლების მიმართულების ხელმძღვანელებთან შედგა.
როგორც ცნობილია ცერნი ეს არის უდიდესი ლაბორატორია, სადაც უამრავი ექსპერიმენტი ტარდება მაღალი ენერგიის ფიზიკაში, ცენტრი თითოეულ ქვეყანას სთავაზობს ამ საგანმანათლებლო და კვლევითი რესურსების გამოყენებას. სწორედ ამ მიმართულებით წარიმართა საუბარი თითქმის ყველა შეხვედრაზე, სადაც აღინიშნა, რომ ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის, მათი პედაგოგების, სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისთვის საქართველოდან, არსებული პროექტები გაგრძელდება და დაიგეგმება ახალი, საინტერესო პროგრამები. ეს არის პროექტები, რომელიც ინფორმირებულობას ზრდის და ეხმარება ახალგაზრდებს თვითრეალიზაციასა და კარიერის შემდგომ დაგეგმვაში.