საქართველოს განათლებისა და მეცნირების მინისტრმა თამარ სანიკიძემ წარჩინებული კურსდამთავრებულები ოქროს მედლებით დააჯილდოვა.
2014-2015 წელს, საქართველოს მასშტაბით, ოქროს მედალოსანთა რაოდენობა 1550 მოსწავლეს შეადგენს, ხოლო ვერცხლის კანდიდატთა რიცხვი 960-ია. თბილისის მასშტაბით, დღეს ოქრო 480 მოსწავლეს გადაეცა.
„განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, ოქროს მედალი ეძლევა მოსწავლეს, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა შეადგენს 10-ს დამრგვალების გარეშე. მასთან, იღებს დადებით შეფასებას სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე და სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნის ატესტატს.
ვერცხლის მედალი ეძლევა მოსწავლეს, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა 9.8 ან მეტია. აქვს დადებითი შეფასება სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე და სრული ზოგადი განათლების ვერცხლის მედალოსნის ატესტატს.
მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად სამინისტრო არაერთ პროექტს ახორციელებს. მათ შორისაა წარჩინებული მოსწავლეების მედლებით დაჯილდოება, რომლის მიზანს მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების წახალისება და წარჩინებულთა წარმოჩენა წარმოადგენს.