04.01.2016
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ინფრასტრუქტურული
პროექტების მონახულებას აგრძელებს. თამარ სანიკიძე ამჯერად, ლაგოდეხში, სოფელ
შრომაში საზოგადოებრივი კოლეჯის “აისი“ ფილიალის
სასწავლო კორპუსის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. სასწავლო კორპუსის გარდა
განახლდება სტუდენტების საერთო საცხოვრებელიც. პროექტი
მნიშვნელოვანია გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის თვალსაზრისით, რათა საზღვრისპირა მოსახლეობას ჰქონდეს პროფესიული განათლების
მიღების საშუალება.
2016-2017
სასწავლო წლიდან ლაგოდეხს
კახეთის მასშტაბით ერთ-ერთი
ძლიერი პროფესიული სასწავლებელი ექნება, რომელიც 300-მდე სტუდენტს მოემსახურება და შემდეგ 12
პროფესიულ პროგრამას განახორციელებს - ფერმერი, ვეტერინარული მომსახურების
სპეციალისტი, მეფუტკრე,
მეტყევე (ტყისმჭრელი,
ტაქსატორი), მებაღე
(დეკორატიული მცენარეების), სანერგე
მეურნეობის სპეციალისტი, სოფლის
მეურნეობის ბიზნესის მწარმოებელი, ბუღალტერი,
სტილისტი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის
გიდი, ტრაქტორისტ-მემანქანე,
კომპიუტერული ქსელებისა და
სისტემების ადმინისტრატორი.
ზემოაღნიშნულ
პროგრამებზე სწავლებას დიდი მნიშვნელობა ექნება
საინგილოს მოსახლეობის ქართულ პროფესიულ საგანმანათლებლო
სივრცეში ჩართულობისათვის, რომელიც შეწყვეტილი იყო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში პროფესიული
საგანმანათლებლო დაწესებულების არ არსებობის გამო. ასევე დიდი მნიშვნელობა ექნება ლაგოდეხის
არაქართველი მოსახლეობის ჩართულობას პროფესიულ განათლებაში, რაც ხელს შეუწყობს ლაგოდეხისა
და მისი შემოგარენის ეკონომიკურ გაძლიერებას.
პროფესიული განათლების ხელშეწყობა და განვითარება საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით სამინისტრო
მნივშენლოვან პროექტებს ახორციელებს რაც გულისხმობს როგორც სასწავლო პროგრამების დახვეწას,
ახალი მოდულებისა და სწავლის თანამედროვე მეთოდების
დანერგვას ასევე, ფართომასშტაბიან ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას:
2015 წელს დასრულდა
- პროფესიული
კოლეჯის „ლაკადა“ (წალენჯიხა) სასწავლო კორპუსის
სრული რეაბილიტაცია;
- საზოგადოებრივი კოლეჯის „აისი“ (გურჯაანი, კაჭრეთი) საერთო საცხოვრებლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია;
- კოლეჯის „აისი“ ალვანის ფილიალის სასწავლო კორპუსის
სრული რეაბილიტაცია;
- კოლეჯის „აისი“
დედოფლისწყაროს ფილიალის სასწავლო კორპუსის სრული რეაბილიტაცია;
- საზოგადოებრივი კოლეჯის „იბერია“ (ქუთაისი) ბაღდათის ფილიალის სასწავლო კორპუსის სრული რეაბილიტაცია.
ყველა ამ პროექტზე 1 946 522 ლარი გაიხარჯა.
მიმდინარე პროექტებია
- პროფესიული
სასწავლებლის „თეთნულდი“ (მესტია) სასწავლო კორპუსის სრული რეაბილიტაცია;
- შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის
უნივერსიტეტის სენაკის პროფესიული განყოფილების საერთო საცხოვრებლის სრული რეაბილიტაცია, ამავე განყოფილების სახელოსნოების სრული რეაბილიტაცია;
- საზოგადოებრივი კოლეჯის „აისი“ (კაჭრეთი) უნივერსალური
დიზაინის ფარგლებში სასწავლო კორპუსის სრული რეაბილიტაცია, მეფუტკრის სახელოსნოს მშენებლობა;
- კოლეჯის „აისი“ კოლეჯის ლაგოდეხის ფილიალის სასწავლო
კორპუსის სრული რეაბილიტაცია;
- საზოგადოებრივი კოლეჯის „სპექტრი“ (თბილისი) უნივერსალური
დიზაინის ფარგლებში სასწავლო კორპუსის სრული რეაბილიტაცია;
- საზოგადოებრივი კოლეჯის „მერმისი“(თბილისი) უნივერსალური
დიზაინის ფარგლებში სასწავლო კორპუსის სრული რეაბილიტაცია;
- საზოგადოებრივი კოლეჯის „იბერია“ (ქუთაისი) უნივერსალური
დიზაინის ფარგლებში სასწავლო კორპუსის სრული რეაბილიტაცია;
- პროფესიული კოლეჯის „ოპიზარი“ (ახალციხე) უნივერსალური დიზაინის ფარგლებში სასწავლო კორპუსის
სრული რეაბილიტაცია;
- პროფესიული კოლეჯის „მოდუსი“ (რუსთავი) სახელოსნოების სრული რეაბილიტაცია;
- საზოგადოებრივი
კოლეჯის „ახალი ტალღა“ (ქობულეთი) სასწავლო
კორპუსის სრული რეაბილიტაცია;
- განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (თბილისი)
სასწავლო კორპუსის სრული რეაბილიტაცია;
- პროფესიული კოლეჯის „ფაზისი“ (ფოთი) ნოჯიხევის ფილიალის
სასწავლო კორპუსის სრული რეაბილიტაცია.
ყველა ამ პროექტზე
10 942 584 ლარი დაიხარჯება.
2016 წელს იგეგმება
- ილია
წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯის (წინამძღვრიანთკარი) მეფუტკრის
სახელოსნოს და სასადილოს მშენებლობა;
- ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯის
თიანეთის ფილიალის სასწავლო კორპუსის სრული რეაბილიტაცია;
- ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯის
სტეფანწმინდის ფილიალის სასწავლო კორპუსის
სრული რეაბილიტაცია;
- პროფესიული კოლეჯში „ლაკადა“ - სახელოსნოების მშენებლობა;
- პროფესიული კოლეჯში „ოპიზარი“ - სახელოსნოების მშენებლობა;
- პროფესიული კოლეჯში „თეთნულდი“ - საერთო საცხოვრებლის
მშენებლობა 50 მოსწავლეზე;
- საზოგადოებრივი კოლეჯში „აისი“ (კაჭრეთი) - სახელოსნოების
მშენებლობა;
- ხელოვნების კოლეჯის - პროექტირება-მშენებლობის დაწყება;
- საზოგადოებრივი კოლეჯის „ბლექსი“ (ბათუმი) - პროექტირება-მშენებლობის
დაწყება;
- საზოგადოებრივი კოლეჯში „იბერია“ (ბაღდათის ფილიალი)
- სახელოსნოების მშენებლობა;
- შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის უნივერსიტეტის სენაკის
პროფესიული განყოფილება - სახელოსნოების მშენებლობა;
- საზოგადოებრივი კოლეჯის „აისი“ დედოფლისწყაროს ფილიალის
ეზოს კეთილმოწყობა.