თბილისის №203 საჯარო სკოლა, სადაც ამჟამად 155 მოსწავლეა, სმენისარმქონე და სმენადაქვეითებულ ბავშვებს ემსახურება. სახელმწიფო დაფინანსებით, სკოლა პანსიონურ მომსახურებასაც ახორციელებს.
სკოლაში თითოეული მოსწავლე ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით შემუშავებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმით სწავლობს. კლასში I-დან XII-ს კლასის ჩათვლით, გარდა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნებისა, ქართული ჟესტური ენაც ისწავლება, კოხლეარული ინპლანტის მქონე ბავშვებისთვის გახსნილია ერთი კლასი (სადაც ქართული ჟესტური ენა არ ისწავლება). გარდა ამისა, სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს დამხმარე სერვისს - მეტყველების განვითარებაზე სურდოპედაგოგები მუშაობენ.
შესაძლებლობების ფარგლებში, სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა ღონისძიებებში. ახალი წლის დადგომასთან ერთად კი, მათთვის საქველმოქმედო ღონისძიებები ყოველწლიურად იმართება.