საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე პანკისის ხეობაში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ.
პანკისის ხეობაში 7 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს, მათგან ხუთ სკოლაში ეთნიკური ქისტები და ჩეჩნები სწავლობენ, სწავლა ქართულ ენაზე მიმდინარეობს, 2015 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ყველა სკოლაში განახორციელა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი - გარემონტდა საკლასო ოთახები, დერეფნები, მოწესრიგდა გათბობისა და წყლის სისტემები, ელექტრო გაყვანილობა, საჭიროებისამებრ გაკეთდა გადახურვები, ეზოს შემოღობვა, გაკეთდა ორი ღია სპორტული მოედანი და ორ სკოლაში გარემონტდა სპორტული დარბაზები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საჭირო რაოდენობის ახალი მერხების შეტანა ხეობის სკოლებში. დღეის მდგომარეობით ყველა სკოლაში გამართულია ინფრასტრუქტურა და სკოლები მზადაა სრულფასოვანი სასწავლო პროცესის წარმართვისთვსის.