Facebook Twitter Youtube Flikr
სამინისტროს ადამიანური რესურსი
14/06/2016

ადამიანური რესურსების მართვის სამმართველომ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელით, სხვადასხვა კერძო ორგანიზაციებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ ყოველწლიურ დასაქმებისა და სტაჟირების გამოფენაზე.

24/05/2016

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს ინიციატივით, გაიმართა შეხვედრა ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის წარმომადგენლებთან  „შშმ პირთა განათლებისა და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების ადვოკატირებისა და ლობირების“ პროექტის ფარგლებში. შეხვედრას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოსა და „ინკლუზიური განათლების დანერგვა საქართველოს პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემაში“ პროექტის წარმომადგენლები, ასევე, სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ-ების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულების ხელმძღვანელები და თანამშრომლები ესწრებოდნენ.

23/05/2016

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ განხორციელებული საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და 16 სამინისტროს  ვებგვერდის მონიტორინგის შედეგების მიხედვით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 100%-ით გამოაქვეყნა სავალდებულო ინფორმაცია, რის საფუძველზეც, გამორჩეული ადგილი დაიკავა მონიტორინგის ობიექტებს, საჯარო დაწესებულებებს შორის.

13/05/2016

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მონაწილეობა მიიღო სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ დასაქმების ფორუმში.

17/03/2016
ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს ინიციატივით სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ-ების წარმომადგენელთათვის ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა

<   1  2