შეხვედრის ფარგლებში განიხილეს პროფესიული განათლების მიმართულებით არსებული თანამედროვე ტენდენციები, როგორც გლობალური პოლიტიკის, ეკონომიკისა და სოციალურ განვითარების კონტექსტში ისე, საქართველოსა და ევროპული განათლების ფონდს „ETF“ შორის წარმატებული პარტნიორობის შედეგები და ქვეყანაში მიმდინარე განათლების რეფორმის პროგრესი.
აღნიშნულ სესიაზე, როგორც ევროპული განათლების ფონდის „ETF“ დირექტორმა –მადლენ სერბანმა განაცხადა, საქართველო წარმოადგენს ევროპული განათლების ფონდის საიმედო პარტნიორს, რომელიც მთელი ძალისხმევით მოწოდებულია განავითაროს პროფესიული განათლების სისტემა საქართველოში. მადლენმა სერბანმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის საბიუჯეტო დახმარების როლი მნიშვნელოვანია ქვეყნის პროფესიული განათლების სისტემის ტრანსფორმირებისა და რეფორმის ეფექტიანი განხორციელების ეტაპზე. მისივე თქმით, საქართველო აქტიურად არის ჩართული ევროპული განათლების ფონდის „ETF“ მიერ ორგანიზებულ ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებაში და ევროკავშირის მხრიდან გაწეული ყველა დახმარება პოზიტიურად აისახება სისტემის განვითარებაზე.
ევროკავშირის მხარდაჭერით, „ETF“ კოორდინირებულად თანამშრომლობს საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული საქართველოს პროფესიული განათლების განვითარების პროცესში. შედეგად, საქართველომ მიაღწია პროგრესს, რაც დადებითად აისახება საქართველოს პროფესიული განათლების განვითარებაზე.