გაეროს განვითარების ფონდმა (unicef), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ერთობლივად შეიმუშავა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების კანონპროექტი, რომელიც დაარეგულირებს სკოლამდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო დაწესებულებების ფუნქციონირებას. ამ ეტაპზე პროექტის წარდგენა და საჯარო განხილვები რეგიონებში მიმდინარეობს. დღეს, კანონპროექტი ავტორებმა ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის, სკოლამდელი დაწესებულებების, საჯარო სკოლების წარმომადგენლებს და სხვა დაინტერესებულ პირებს წარუდგინეს.