მინისტრებისა და ექსპერტების შეხვედრაზე, ახალგაზრდების უმუშევრობა განხილული იყო როგორც გლობალური პრობლემა, რომელიც პროფესიული უნარების განვითარებით, კვალიფიკაციის ამაღლებით, შრომის ბაზარზე ორიენტირებითა და დამსაქმებელთა უშუალო ჩართულობით უნდა გადაიჭრას. ამ უნარების განვითარებასა და საკუთარი თავის რეალიზებაში კი, ახალგაზრდებს სწორედ ხარისხიანი პროფესიული განათლება ეხმარება.
შეხვედრაზე განხილული იქნა სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება, მათ შორის საქართველოს მიერ პროფესიული განათლების მიმართულებით განხორციელბული პროექტები. საუბარი იყო ასევე ახალ პროფესიებსა და სტანდარტებზე, რომელთა შემუშავებაშიც აუცილებელია დამსაქმებელთა უშუალო ჩართულობა.
„ჩვენთვის ნათელია თქვენი გამოცდილება და ის მექანიზმები, რომლის საშუალებითაც საქართველო ავითარებს პროფესიული განათლების სექტორს, ეს გზები ძალიან სასარგებლოა ჩვენთვისაც” - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ალბანეთის სოციალური უზრუნველყოფის და ახალგაზრდობის მინისტრმა ბლენდი კლოსმა.