ზემოაღნიშნული პროექტი სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ხორციელდება. პროგრამა უკვე გამოქვეყნებულია ოქსფორდის უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე. მნიშვნელოვანია აქვე აღინიშნოს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით, სამინისტრო ქართველოლოგიური მეცნიერებების ე.წ ,,Georgian Studies’’ განვითარებას მხარს დაუჭერს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, მის საზღვრებს გარეთაც. რისთვისაც 2015 წელს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში შესაბამისი სპეციალური პროგრამა დამტციკდა.
ოქსფორდში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო აგრეთვე, მომავალ თანამშრომლობას საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკასთან, ქართული ხელნაწერების საარქივო ფონდების დიგიტალიზაციის პერსპექტივებს, ერთობლივი გამოფენებისა და კონფერენციების ორგანიზებას.