დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება 3 დღით სასწავლო პორცესის შეჩერებაზე იმ კონკრეტულ სკოლებში, სადაც გაცდენების რაოდენობა 20%-ს აღემატება. თუმცა, გაცდენილი საათები შაბათი დღეების ხარჯზე ანაზღაურდება.
როგორც დილის, ასევე მეორე ცვლის მოსწავლეების დასწრებაზე სამინისტრო მონიტორინგს კვლავ აგრძელებს. ამასთანავე, სკოლებს მოუწოდებს დაიცვან ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები, რომელიც ძირითადად პრევენციულ ღონისძიებებს უკავშირდება. კერძოდ, სკოლაში არ დაიშვას პირი, რომელსაც დაავადების ნიშნები აქვს, გაძლიერდეს შენობის სველი წესით დამუშავება, მერხებისა და იატაკების გაწმენდა შესაბამისი ხსნარებით, განიავდეს საკლასო ოთახები ყოველ შესვენებაზე, მაქსიმალურად მოხდეს პირადი ჰიგიენის, განსაკუთრებით ხელის დაბანის რეჟიმის დაცვა და ა.შ.
თუ რამდენად ასრულებს სკოლა რეკომენდაციებს, სამინისტრო სკოლების მონიტორინგს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ახორციელებს.
სკოლების სია, სადაც მეტეოროლოგიური პირობების გამო შეჩერებულია სასწავლო პროცესი
სკოლების სია, სადაც ვირუსის გავრცელების გამო შეჩერებულია სასწავლო პროცესი