საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მონიტორინგს ახორციელებს როგორც დღის, ასევე შუადღის ცვლის მოსწავლეთა დასწრებაზე. თუმცა, სავარაუდოა, რომ ბავშვთა გარკვეულ რაოდენობას მშობლები სკოლაში პრევენციის გამო არ უშვებენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით 3 დღით სასწავლო პორცესი იმ კონკრეტულ სკოლებში შეჩერდა, სადაც გაცდენების რაოდენობა 20%-ს აღემატება. გაცდენილი საათები კი შაბათი დღეების ხარჯზე ანაზრაურდება.
სკოლებში მოსწავლეთა დასწრების მონიტორინგს სამინისტრო კვლავ განახორიცელებს. სკოლებს კი ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს, რაც დაავადების თავიდან ასაცილებლად პრევენციულ ღონისძიებებს უკავშირდება.
რაც შეეხება დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესის შეჩერებას, სკოლების რაოდენობა უცვლელია.
იხილეთ სკოლების სია