თამარ სანიკიძე საუნივერსიტეტო და სასკოლო საზოგადოებას მიესალმა და ჩინელ ხალხს მიულოცა დღევანდელი დღე. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ძალიან ბევრი სფეროს კარი გაიხსნა ჩინეთის რესპუბლიკაში და რომ არა სამინისტროსა და ჩინეთის საელჩოს მჭიდრო თანამშრომლობა, ეს ურთიერთობა არ იქნებოდა ეფექტური.
ორმხრივი წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, შესაძლებელი ხდება განათლება და მეცნიერება გახდეს ერთ-ერთი წამყვანი თემა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სკოლებში მესამე არჩევითი უცხოური ენა სწორედ ჩინურია.
აღსანიშნავია, როგორც სასკოლო ასევე, უმაღლესი განათლების მიმართულებით საქართველოს ჩინეთთან ურთიერთობა. „მისასალმებელია კონკრეტულ შემოთავაზებებზე მსჯელობა, რათა ორივე მხარისთვის სასარგებლო პროექტებს ჩაეყაროს საფუძველი. მივესალმებით მეცნიერების მიმართულებით ჩინეთთან ურთიერთობას, რადგან საქართველო გახდება ჰორიზონტი 20/20-ის წევრი და ვიმუშავებთ ჩვენს ჩინელ კოლეგებთან, რათა ერთობლივი მსხვილ მასშტაბიანი პროექტებით წარვდგეთ ამ ფონდის წინაშე. ჩვენ ვამტკიცებთ ვიყოთ საიმედო პარტნიორები” -განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა.