03.02.2016
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ქობულეთის საზოგადოებრივ კოლეჯში „ახალი ტალღა“ მიმდინარე
სარემონტო სამუშაოებს გაეცნო, კოლეჯში სასწავლო
კორპუსის და სასტუმროს ტიპის სტუდენტური
საერთო საცხოვრებლის რეაბილიტაცია და სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტებისთვის ადაპტირების პროცესი
მიმდინარეობს, რაც არსებული ფიზიკური გარემოს ყველასათვის ხელმისაწვდომობის
პრინციპით მოწყობას ითვალისწინებს.
სწავლის ხელმისაწვდომობის გაზრდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მთავარი პრიორიტეტია. ამ
მიმართულებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გამართული სასწავლო ინფრასტრუქტურა.
ამიტომ, მთელი საქართველოს მასშტაბით, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს საგანმანათლებლო
დაწესებულებათა რეაბილიტაცია და უნივერსალური დიზაინით მოწყობის პროცესი.