10.02.2016
საქართველოს
საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის მესამე კონფერენცია გაიმართა, სადაც ადგილობრივ
თვითმმართველობაში მოღვაწე ქალბატონები საქართველოს პარლამენტის, ცენტრალური
ხელისუფლების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს
შეხვდნენ. ფორუმზე ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი იქნა განხილული, მათ შორის საუბარი
შეეხო საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ სკოლამდელი განათლების რეფორმას.
ფორუმზე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ
ეკა ბესელიამ წარმოადგინა
ადრეული და
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების კანონპროექტი, რომელიც კომიტეტმა საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად შეიმუშავა. განათლებისა
და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა კი, სკოლამდელი განათლების სტრატერგიაზე,
სასკოლო მზაობის პროგრამაზე, მის დანერგვასა და შედეგებზე გააკეთა მოხსენება.
დიდი იყო
კონფერენციის მონაწილეთა დაინტერესება სკოლამდელი
განათლების სისტემური განვითარების რეფორმით ვინაიდან, საბავშვო ბაღების მეურვეობა
სწორედ ადგილობრივ თვითმმართველობას ეკისრება და შესაბამისად, აუცილებელია მათი აქტიური
ჩართულობა რეფორმის განხორციელებაში.