ზემოაღნიშნული საგანი ამ ეტაპზე არის არჩევით საგანთა ნუსხაში და 2015-2016 სასწავლო წლიდან განახლებული პროგრამით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 221 საჯარო სკოლაში გადის დანერგვის ეტაპს. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მეწარმეობის საგნის მასწავლებლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანი იყო პრაქტიკოსი პედაგოგებისაგან ინფორმაციის მიღება კურსის დანერგვასთან დაკავშირებით, თუ რამდენად სწორად მიდის პროცესი, რა გამოწვევების წინაშე დგანან მასწავლებლები, კიდევ რა ტიპის მხარდაჭერა სჭირდებათ სამინისტროსა და პრაქტიკოსი ბიზნესმების მხრიდან, რათა მეწარმეობის საგნის სწავლების კურსი იყოს ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული.
არჩევითი საგანი „მეწარმეობის საფუძვლები“ მოსწვალეებს უვითარებს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარ-ჩვევას, ასევე ეხმარება არჩევანის გაკეთებაში იმასთან დაკავშირებით თუ იდეა, როგორ შეიძლება გადაიქცეს კონკრეტულ საქმიანობად, რომელმაც მას მომავალში შეიძლება მოუტანოს როგორც შემოსავალი ასევე, მისცეს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების, თვითგამოხატვისა და თვითდასაქმების საშუალება, საგანი დაეხმარება მოსწავლეებს სწორი გადაწყვეტილება მიიღონ პროფესიის არჩევასთან დაკავშირებით.
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, სკოლებში მეწარმეობის განვითარებისა და ამ საგნის სწავლების შემოღების მიზნით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის კოორდინირებული მუშაობით, მთელი რიგი სამუშაოები ჩატარდა. მეწარმეობის საგანში შემუშავდა სტანდარტი. შემდეგ გამოცხადდა კონკურსი სახელმძღავენელოზე, შეირჩა სახემლმძღვანელო, სავაჭრო პალატამ დააფინანსა სახელმძღავნელოს მომზადება და რესურსების ბეჭდვა, მომზადდნენ მასწავლებლები.