სასკოლო საზოგადოებასთან შეხვედრები გრძელდება. ამჯერად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური სამტრედიის რაიონის პედაგოგებსა და დირექტორებს შეხვდა. შეხვედრა ჩვეულ რეჟიმში, დიალოგის ფორმით წარიმართა და ყველა იმ თემას შეეხნენ, რაც სკოლის წარმომადგენლებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია.
სამუშაო შეხვედრაზე ყველაზე დიდი აქცენტი ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიაზე გაკეთდა. სკოლის წარმომადგენლებისთვის ცნობილია, რომ დასრულდა დაწყებითი საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზია და ბუნებრივია პედაგოგების ინტერესიც ამ პროცესის მიმართ განსაკუთრებულია.
შეხვედრები სკოლის წარმომადგენლებთან მომავალშიც გაგრძელდება. მინისტრი, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები ყველა რეგიონს ეწვევიან და უშუალო დიალოგის რეჟიმში განიხილავენ მნიშვნელოვან საკითხებს.