რუსთაველის თეატრში, გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ერთობლივად წარმოადგინეს სტუდენტური ნაშრომების ეროვნული კონკურსი „ჩემი რუსთაველი“.
პრეზენტაცია გახსნეს გაეროს ხელმძღვანელმა საქართველოში - ნილს სკოტმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა - თამარ სანიკიძემ, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა - მიხეილ გიორგაძემ და საქართველოში შვედეთის საელჩოს წარმომადგენელმა - ჰელენა სანჩომ.
პრეზენტაციის მსვლელობისას გაიმართა მცირე თეატრალური წარმოდგენა. რუსთაველის თეატრის მსახიობებმა - ქეთი ხიტირმა და ნიკა ქაცარიძემ წაიკითხეს ნაწყვეტები „ვეფხისტყაოსნიდან“.
პრეზენტაციას დაესწრნენ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის რექტორები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.