საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას უნივერსიტეტში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.
სამინისტრო მიმართავს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას შეარჩიოს პარიტეტული პრინციპით ყველა დაინტერესებული ჯგუფის წარმომადგენელი, რათა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დღეს, 20:00-ზე გაიმართოს შეხვედრა.