შეხვედრაზე იმსჯელეს ყველა იმ საკითხზე, რომელიც სტუდენტების მხრიდან არის დასმული დღის წესრიგში და ყველა მხარემ - უნივერსიტეტმა, სამინისტრომ და სტუდენტებმა გამოთქვეს მზაობა მათ მოსაგვარებლად. რაც შეეხება რექტორის გადადგომის საკითხს, რექტორი მზადაა თვითმმართველობასთან ამ საკითხზე თავად იმუშაოს.
როგორც ცობილია, შეხვედრის ორგანიზების დავალებით თამარ სანიკიძეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიმართა, რასთან დაკავშირებითაც სპეციალური განცხადება გაავრცელა. ამის მიუხედავად, შეხვედრას არ დაესწრნენ აუდიტორია 115-ის სტუდენტები, რომლებიც რექტორს მხარდაჭერას უცხადებენ. სწორედ ამიტომ, შეხვედრის დასრულების შემდეგ, სამინსიტროსა და უნივერსიტეტის წარმომადგენლები აუდიტორია 115-ის სტუდენტებს უნივერსიტეტის შენობაში ხვდებიან, რომლებსაც სამინისტროში მიღებულ გადაწყვეტილებას გააცნობენ.