საფრანგეთის საელჩო, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, შვეიცარიის საელჩო, კანადის საელჩო და საქართველოს ყველა ფრანკოფონი აღნიშნავს ფრანგული ენისა და ფრანკოფონიის საერთაშორისო დღეს.
ფრანკოფონიის საერთაშორისო დღე, აღინიშნება მთელს მსოფლიოში და საქართველოც, როგორც ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებელი წევრი, უერთდება აღნიშნულ დღესასწაულს. ამასთან დაკავშირებით, სასკოლო და საუნივერსიტეტო დაწესებულებების ფრანგული ენის პროფესორ-მასწავლებლები, ფრანგულენოვანი მოსწავლეები და სტუდენტები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში შეიკრიბნენ და კიდევ ერთხელ გამოხატეს პატივისცემა ფრანგული ენის, ამ ენაზე მოსაუბრე მოსწავლეების, სტუდენტებისა და ფრანგული ენის პედაგოგების მიმართ.
ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდნენ შემდეგ ფრანგულენოვან კონკურსებში გამარჯვებულები:
სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტურქუტრებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე, შვეიცარიის კონფედერაციის ელჩი საქართველოში ლუკას ბეგლინგერი, საფრანგეთის ელჩი საქართველოში პასკალ მენიე.