საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ირანის ისლამური რესპუბლიკის მეცნიერების, კვლევებისა და ტექნოლოგიების მინისტრის მოადგილეს, ირანის უნივერსიტეტების სამეთვალყურეო საბჭოების ცენტრის ხელმძღვანელს და ფაიამე ნურის უნივერსიტეტის რექტორს ალი ასყარ როსტამს და ირანის დელეგაციის სხვა წევრებს შეხვდა.
მხარეებმა ინფორმაცია გაცვალეს ორი ქვეყნის საგანმანათლებლო სფეროში მიმდინარე პროცესებზე, ისაუბრეს არსებულ თანამშრომლობასა და მომავალ პერსპექტივებზე. ალი ასყარ როსტამის განცხადებით, "ფაიამე ნურის" უნივერსიტეტი განიხილავს ქართველი სტუდენტებისთვის სტიპენდიების გამოყოფის საკითხს, ასევე, მან გამოთქვა სურველი ერთამენთს შეხვდნენ მინისტრები და დეტალურად განიხილონ თანამშრომლობის შემდეგი პერსპექტივები.