23.03.2016
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო განცხადების შესაბამისად, დღეს შედგა შეხვედრა სტუდენტებთან. სამინისტროს წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა გაცვალეს ინფორმაცია საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით. შეთანხმდნენ იმ პრინციპებზე, რომელსაც მომავალში ახალი საკანონმდებლო ცვლილებები უნდა მოერგოს. ეს ცვლილებები შეეხება თვითმმართველობის არსებულ სისტემას. შეხვედრაზე ასევე განიხილეს რა ვადებში უნდა შესრულდეს ეს სამუშაოები, რათა ახალი თვითმმართველობის არჩევნები განხორციელდეს ახალი სისტემის შესაბამისად. შეთანხმების შედეგად, სამინისტრო წერილობით მიიღებს საკანონმდებლო ინიციატივას, რომელსაც სტუდენტები წარმოადგენენ.