ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის მხარდაჭერით, პროფესიული განათლების ახალი კანონ-პროექტის პრეზენტაცია და შემდეგ მისი განხილვა გაიმართა.
სამინისტრომ ახალ კანონზე მუშაობა 2014 წელს დაიწყო დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით. ამ პროცესში მისი აქტიური მხარდამჭერი იყო გაეროს განვითარების პროგრამა. კანონპროექტის პირველადი ვერსიის მომზადების შემდეგ, პრემიერის ინიციატივებისა და ახალი გამოწვევების გათვალისწინებით, დაიწყო დოკუმენტის დახვეწა შიდა განხილვების გზით, რაც სამინისტროს დეპარტამენტებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების აქტიური მონაწილეობით წარიმართა. მიმდინარე ეტაპზე სამინისტრომ უკვე დაასრულა დოკუმენტის შიდა განხილვები და კანონპროექტი მზად არის საჯარო განხილვისათვის.