საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს შემოქმედებით კონკურსებს საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისთვის:
1. კონკურსი „ნაბიჯი თანადგომისკენ“ ტარდება სლოგანების, კონცეფციებისა და სასკოლო წარმოდგენების (ფლეშმობების) სახით, სადაც მოსწავლეებმა უნდა გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება ძალადობასა და ბულინგთან მიმართებაში, ასევე უნდა წარმოადგინონ პრობლემების მოგვარების ხედვა. სლოგანების კონკურსში მონაწილეობას იღებენ VII-XII კლასის მოსწავლეები, ფლეშმობების კონკურსში I-XII კლასის მოსწავლეები, ხოლო კონცეფციების კონკურსი - VIII-XII კლასის მოსწავლეებისთვის არის გათვალისწინებული.
2. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნება კონკურსი „წარსულით შექმნილი მომავალი“, რომლის ფარგლებში, VII-XII კლასის მოსწავლეებისათვის ტარდება ფოტო კონკურსი; ნახატების კონკურსი I-XII კლასის, ხოლო ესეების კონკურსი VII-XII კლასის მოსწავლეებისთვის არის გათვალისიწინებული. კონკურსის მიზანია, მოსწავლეებში პატრიოტული და მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლება; ისტორიული მოვლენების კრიტიკულად ანალიზის უნარის გამომუშავება. ნამუშევრებში მოსწავლეებმა უნდა წარმოადგინონ საკუთარი ხედვა როგორი სურთ იხილონ საქართველო 25 წლის შემდეგ.
3. ევროპის კვირეულთან დაკავშირებით, VII-XII კლასების მოსწავლეებისთვის ტარდება ვიდეო სიუჟეტების კონკურსი - „ევროპა ჩემს ობიექტივში“. კონკურსის სლოგანია ,,ნაბიჯი ევროპისკენ“. კონკურსის მიზანია მოზარდებმა გაიაზრონ ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობა საქართველოს განვითარებისათვის.
4. არაქართულენოვანი
სკოლებისა და მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის
ესეების კონკურსი ჩატარდება. კონკურსის
მიზანია კულტურათაშორის დიალოგისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა, მხარის განვითარებაზე ზრუნვა. მასში მონაწილეობის უფლება აქვთ საჯარო სკოლების VIII-XI
კლასების მოსწავლეებს.
ზემოჩამოთვლილი
კონკურსები „წარმატებულ მოსწავლეთა
წახალისების პროგრამის“ ფარგლებში ტარდება, რომლის ვადების, პირობებისა და
შინაარსის თაობაზე დაწვრილებითი ინფორმაცია განთავსებულია საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურ ვერბგვერდზე http://mes.gov.ge/content.php?id=6347&lang=geo
კონკურსებში მონაწილეობა შეუძლიათ მოსწავლეებს როგორც ინდივიდუალურად ისე, ჯგუფური სახით. წარმატებული მოსწავლეები /გუნდები მიიღებენ წამახალისებელ ჯილდოებს.