2016 წლის 23 ივლისიდან 1 აგვისტომდე საქართველო პირველად უმასპინძლებს საერთაშორისო ოლიმპიადას ქიმიაში (IChO-48), რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 76 ქვეყნის 300-მდე მოსწავლე. IChO-ს რეგულაციის თანახმად, ოლიმპიადის დაწყებამდე, ოლიმპიადის მზადების პროცესის გასაცნობად მასპინძელ ქვეყანას ოლიმპიადის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ეწვივნენ.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, IChO 48-ის პრეზიდენტი და საბჭოს სხვა წევრები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს თამარ სანიკიძეს შეხვდნენ და ოლიმპიადის საორგანიზაციო და შინაარსობრივი საკითხები განიხილეს. შეხვედრები გაიმართა ასევე ტურიზმის, ჯანდაცვის, ეკონომიკის, საგარეო და შინაგან საქმეთა სამინისტრობსა და შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში.
სტუმრებმა ასევე მოინახულეს ოლიმპიადის დღეებში მოსწავლეთა და მენტორების განთავსების, ექსპერიმენტული და თეორიული ტურების, გახსნის, შეხვედრის და დახურვის ცერემონიალების ადგილები.
ოლიმპიადისათვის მზადებამ და დაგეგმილი ღონისძიებების პროგრამამ მაღალი შეფასება მიიღო. იგი სრულად შეესაბამება ოლიმპიადის საერთაშორისო სტანდარტებს.
მონიტორებმა საქართველო დატოვეს. მათ მიერ მომზადებული იქნება სპეციალური მიმართვა, რომელიც დაეგზავნება ოლიმპიადის მონაწილე ყველა ქვეყანას.