სერბეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიური განვითარების სამინისტრომ „მშვიდობა სერბიაში“ პროექტის ფარგლებში გამოყო ერთი სტიპენდია სერბეთის უნივერსიტეტების ფაკულტეტებზე ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტურანტურის პროგრამებზე სასწავლებლად.
დეტალური ინფორმაცია სტიპენდიის პირობების, უნივერსიტეტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ, ასევე სააპლიკაციო ფორმა მოცემულია დანართის სახით.
დაინტერესებულმა პირებმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში უნდა წარმოადგინონ:
- სააპლიკაციო ფორმა
- ავტობიოგრაფია (მისამართის, ტელეფონისა და ელ-ფოსტის მითითებით)
- ინგლისური ან ფრანგული ენის ცოდნის დამდასტურებელი დოკუმენტი
- ჯანმრთელობის ცნობა (მათ შორის ინფექციურ დაავადებებსა და აივ ინფექციაზე)
- პასპორტის ასლი
- ფოტოსურათი
ასევე:
- საბაკალავრო პროგრამებისათვის: სრული სასკოლო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - ატესტატი (ორიგინალი ან ნოტარიალურად დადასტურებული ასლი);
- სამაგისტრო პროგრამებისთვის: ბაკალავრის დიპლომი დანართთან ერთად (ორიგინალი ან ნოტარიალურად დადასტურებული ასლი);
- დოქტურანტურის პროგრამებისათვის: ბაკალავრისა და მაგისტრის დიპლომი დანართთან ერთად (ორიგინალი ან ნოტარიალურად დადასტურებული ასლი).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 25 მაისი.