21.05.2016
პროფკავშირების კულტურის სახლში, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) ორგანიზებით, საქველმოქმედო აქცია-კონცერტი „ვეხმარებით ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს!“ ჩატარდა. ღონისძიებაში სამგორის რაიონში მოქმედი ყველა საჯარო სკოლისა და საბავშვო ბაგა-ბაღის მასწავლებლები და აღმზრდელები მონაწილეობდნენ. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სპმთპ-ის სამგორის რაიონულ ორგანიზაციაში შექმნილი სპეციალური კომისია კონცერტის ბილეთებით შემოსულ 4 500 ლარს და კონცერტის მსვლელობის დროს შემოსულ შემოწირულობებს 1 ივნისს იაშვილის კლინიკის ლეიკემიით დაავადებულ 30 ბავშვს გადასცემს.