საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და მოადგილეები სისტემატიურად ხვდებიან პედაგოგებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. შეხვდერები კითხვა - პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს, სადაც პედაგოგებს საშუალება აქვთ მათთვის საინტერესეო ყველა კითხვაზე მიიღონ პასუხი. ამჯერად, მინისტრის მოადგილე, ლია გიგაური და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები სენაკის, აბაშისა და ხობის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების დირექტორებსა და მასწავლებლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ლია გიგაურმა მოკლედ ისაუბრა განათლების სისტემაში არსებულ სიახლეებზე და უფრო მეტი დრო იმ თემებს დაუთმო, რასთან დაკავშირებითაც მასწავლებლებს შეკითხვები გააჩნდათ. ძირითადი შეკითხვები დაკავშირებული იყო მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემასთან და ინფრასტრუქტურულ პროექტებთან. ყველა კითხვას მინისტრის მოადგილემ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა ამომწურავი პასუხები გასცეს.