ფრენკ ბაუმის საბავშვო ზღაპარის ,,ოზის ჯადოქარი“ მიხედვით შექმნილი მიუზიკლი ჭიათურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დადგეს. ინგლისურენოვანი მიუზიკლი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში იდგმებოდა ბროდვეიზე, ქართველმა მოსწავლეებმა მშვიდობის კორპუსის მოხალისის დახმარებით მოამზადეს. სპექტაკლის პრემიერას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, ამერიკის საელჩოსა და მშვიდობის კორპუსის წარმომადგენლები, სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად დაესწრნენ.
პროექტის განხორციელებაში ჭიათურის N1 საჯარო სკოლის თითქმის ყველა საფეხურის მოსწავლე, ინგლისური ენისა და ლიტერატურის, მუსიკის მასწავლებელი და ქორეოგრაფი იყო ჩართული. სკოლას დიდი დახმარება გაუწია ჭიათურის სახელმწიფო თეატრმა.