საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ბათუმის საჯარო სკოლების პედაგოგებს, დირექტორებსა და აჭარის რეგიონის საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრის რანგში ეს პირველი სამუშაო შეხვედრა იყო. პირდაპირ კომუნიკაციას სკოლის წარმომდგენლებთან ალქსანდრე ჯეჯელავამ მნიშვნელოვანი და აუცილებელი უწოდა.
მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს თავისი ხედვა და სამომავლო გეგმები გააცნო, ასევე მოისმინა მათი შეფასებები ზოგადი განათლების მიმართულებით მიმდინარე რეფორმასთან დაკავშირებით. ალექსანდრე ჯეჯელავამ აღნიშნა, რომ რეფორმის კურსი არ შეიცვლება და მომავალში სკოლებთან, პედაგოგებთან და დირექტორებთან თანამშრომლობით, ის მხოლოდ დაიხვეწება. შეხვედრაზე მინისტრმა მის მიმართ დასმულ ყველა შეკითხვას უპასუხა.